მდებარეობა

საქართველოს ულამაზესი კუთხე – გურია; ოზურგეთის რაიონი, დაბა შეკვეთილი. მდებარეობს ცნობილ კურორტებს ურეკსა და ქობულეთს შორის. დაბა შეკვეთილი არის ხუთკილომეტრიანი ფიჭვნარის ზოლი შავი ზღვის სანაპიროზე; სანაპიროზე სამკურნალო, მაგნიტური ქვიშაა.

ჰავა, კლიმატი

ბახმაროს მთიდან (რომელიც ზღვის დონიდან 2 050 მ. მდებარეობს) მონაბერი ჰაერი, უერთდება ზღვის ჰაერს, ხდება გარდატეხა და იქმნება ოზონი; სუფთა, კამკამა ზღვა, ფიჭვნარი, მაგნიტური ქვიშა აი, ყოველივე ის რაც ”შეკვეთილს” უნიკალურობას ანიჭებს, როგორც საკურორტო, ისე სამკურნალო თვალსაზრისით.

როგორ მივიდეთ სასტუმროსთან

სასტუმრო ,, Iveria elli,, ურეკის რკინიგზის სადგურიდან დაშორებულია მხოლოდ 3 კილომეტრით, საკონცერტო დარბაზ ,,Black see arena’’ დან  და გასართობი პარკი ,,ციცინათელადან“ 3 კილომეტრით, ბათუმიდან 35 კილომეტრით,ქობულეთიდან 10 კილომეტრით.ჩვენს სასტუმროში მოსვლისთვის ,იმ შემთხვევაში თუ მოდიხართ მანქანით  ბათუმიდან,ქობულეთიდან  ან საკონცერტო დარბაზ ,,Black see arena’’ დან უნდა იაროთ  ურეკის მიმართულებით და ოზურგეთის მშრალ ხიდამდე მარცხენა მხარეს ,,IVERIA ELLI’’ სასტუმროს ტრაფარეტთან შეუხვევთ ,შემდეგ ივლით  დაახლოებით ერთ კილომეტრამდე და  მიყვებით ამ გზას სულ ბოლომდე.გზის ბოლოში ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ჩვენი სასტუმრო.

სასტუმრო ,,ივერია ელლი“ დაშორებულია ურეკის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრამდე მანძილით.ჩვენს სასტუმროში მოსვლისთვის იმ შემთხვევაში თუ მოდიხართ მანქანით ურეკის რკინიგზის სადგურიდან უნდა იაროთ შეკვეთილის და ქობულეთის  მიმართულებით,გაცდეთ ურეკის შესახვევს და ოზურგეთის მშრალი ხიდის შემდეგ მარცხენა მხარეს(მეორე ჩასახვევი) შეუხვევთ სასტუმროს ტრაფარეტთან,შემდეგ ივლით დაახლოებით ერთ კილომეტრს გზის ბოლომდე,სადაც ზღვის სანაპიროზე მდებარეობს    თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო,, IVERIA ELLI’’ რომელიც   უკვე არის ვიზიტორებისთვის ერთერთი ყველაზე  მიმზიდველი ადგილი.