სამკურნალო თვისებები

სასტუმრო Iveria Elli მდებარეობს შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე,რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.ჩვენი სანაპიროს უნიკალური მაგნიტური ქვიშა , სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა და მზე - ტურისტთა გაჯანსაღებისა და გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.სანაპიროს დიდი ნაწილი ფიჭვნარით არის დაფარული.სწორედ ფიჭვნარისა და ზღვის ბრიზის გამო აქ არ არსებობს დამქანცველი სიცხე.

სასტუმროს შავი მაგნიტური სანაპირო ზოლი არის განსაკუთრებული და მას თავისი სამკურნალო თვისებებით არ ჰყავს ანალოგი მთელ მსოფლიოში.მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მაგნიტური ქვიშა ჩამოიტანა მდინარე სეფამ ანდეზიტით მდიდარი მთებიდან . ეს მდინარე კი მდებარეობს ჩვენი სასტუმროს სანაპიროსთან.ამიტომაც კონკრეტულად ეს სანაპირო ზოლი(რომელიც კილომეტრამდე სიგანეზეა და 70 მეტრამდე სიგრძისაა),გამოირჩევა განსაკუთრებული შავი სამკურნალო ქვიშით.

  • მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებები

მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს მაგნეტიტი (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი და სხვა მინერალები. მაგნიტური ფრაქცია ქვიშაში 23%-ს აღწევს, ხოლო რკინის შემცველობა 37-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია. ყოველივე ეს ქმნის დაბალი ინტენსივობის მაგნიტურ ველს, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.

არაერთი სამეცნიერო კვლევითა და მეცნიერთა ნაშრომით (ნ. სემენოვა 1948, ა. ვიალოვი 1968, გ. ბლინკოვა 1969, ა. კოგანი 1971, გ. იაკოვლევა 1973, გ. კომაროვა 1971, ნაკაგავა...) არის დადასტურებული მაგნიტური ქვიშის უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები. მაგალითისთვის, მაგნიტური ქვიშა ეფექტურია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ :

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება,
  • პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, გულის შეძენილი მანკები და სხვა;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები,  დისტროფიული პოლიართრიტი, მაობლიტერებული ენდარტერიტი (I, II სტადია),
  • ქრონიკული თრომბოფლებიტი (მწვავე პროცესის გავლიდან არანაკლებ 6 თვისა)), პოსტტრავმული რეაბილიტაცია;
  • ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, კლიმატქტერული ნევროზი, ნევრიტი, ნევრალგია და სხვა);
  • ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა);
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები;
  • ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს;
  • დიფუზური ჩიყვი იოდის უკმარისობით;
  • კორონარული ათეროსკლეროზი I სტადია , ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი;
  • ალერგიული, ჩირქოვანი გამონაყარი;
  • ფსორიაზი (სხვადასხვა კატეგორიის);
  • ალიმენტური სიმსუქნე; მაგნიტური ველის დეფიციტის სინდრომი.                                                                                                                                                   ქვიშის აბაზნების მოქმედების სინაზე, საშუალებას იძლევა ისინი დაენიშნოს ბავშვებს, მოხუცებს, აგრეთვე მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო წინააღმდეგ ნაჩვენები აქვთ წყლის აბაზანები და ტალახით მკურნალობა. ქვიშის ლოკალური აბაზანების მიღება შეიძლება ყოველდღიურად 1–1,5 საათის განმავლობაში. როგორც წესი ჯერ იღებენ ჰაერის აბაზანებს – შემდეგ კი ქვიშისას. შემდგომ აუცილებელია დასვენება და ზღვის წყლით დაბანა ან ზღვაში ცურაობა.                                                                                                                                                                                         ასევე აღსანიშნავია , რომ ბახმაროს მთიდან მონაბერი ჰაერი, უერთდება ზღვის ჰაერს, გარდატეხის შედეგად კი იქმნება ჟანგბადით განსაკუთრებულად მდიდარი ჰაერი (ჟანგბადით მდიდარი ჰაერის წარმოქმნა ასევე ხდება წვიმიან ამინდში ფიჭვნარის უნიკალური თვისებების დახმარებით).