Корпоративные и спортивные мероприятия

კორპორატიული და სპორტული ღონისძიებები

სასტუმრო ივერია ელი  გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართო მასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. ბიზნეს-მომსახურების სპეციალური პაკეტი სხვადახვა დონისა და მასშტაბის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. სპეციალური ფასები, რაც დღეისათვის საქმიანი ტურიზმის/მომსახურების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წინადადებას წარმოადგენს. ჩვენი სასტუმრო იდეალური ადგილია სპორტსმენებისათვის, მოცეკვავეებისთვის,დასევე ნებისმიერი ტურისტის დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის.

თქვენს განკარგულებაშია:

  • საკონფერენციო დარბაზი 140 ადამიანზე;
  • მოლაპარაკებათა 3 ოთახი;
  • საბანკეტო და მიღებების დარბაზები;
  • ღონისძიების კოორდინაცია შეკვეთის მიღების წუთიდან უკანასკნელი სტუმრის გამგზავრებამდე;
  • გასართობი და შოუ-პროგრამების ორგანიზაცია;
  • საექსკურსიო მომსახურება

არსებული საოფისე ტექნიკა და სერვისები:

მაგიდები, სკამები, კონდიციონერი/გამათბობელი, ვიდეოპროექტორი, ეკრანი, დაფა მარკერებით, ფლიპ-ჩარტი, ხმის გამაძლიერებელი სისტემა მიკროფონით, ვიდეო/DVD პლეერი, ტელეფონი/ფაქსი, სკანერი/ასლგადამღები, კომპიუტერი, ბანკომატი.

 

საქმიან ღონისძიებათა მონაწილეთათვის გთავაზობთ კოფე-ბრეიკების ფართო არჩევანს.