გასართობი პროგრამები

           

ანიმაციური პროგრამა

ივერია ელლის ანიმაციური პროგრამა თქვენს პატარებს  ყოველდღიურად სთავაზობენ მრავალ საინტერესო და ამაღელვებელ საბავშვო ანიმაციურ აქტივობებს, რითაც ისინი ჩაერთვებიან სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და შემოქმედებით თამაშებში, რაც შეავსებს მათ დასვენებას და მისცემს ბევრ ხალისიან და დაუვიწყარ მომენტს!

ბავშვთა ანიმაცია სასტუმრო IVERIA ELLI-ში არის მრავალფეროვანი პროგრამები ჩვენს სათამაშო მოედანზე, აუზზე, სასტუმროს ტერიტორიაზე და სანაპიროზე:

აკვააერობიკა, გარე თამაშები და აქტივობები;

მინი დისკო ბავშვებისა და მოზარდებისთვის;

თანამედროვე სამაგიდო თამაშები ყველა ასაკისთვის;

სპორტული თამაშები და ტურნირები და თამაშები წყალზე;

საღამოს თეატრალური ინტერაქტიული შოუ პროგრამები, სათავგადასავლო კვესტები და საბავშვო თემატური წვეულებები სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებით;

ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, ჩვენ მოვამზადეთ მრავალი ანიმაციური აქტივობა,აუზში მთელი ოჯახისთვის არის ინტერაქტიული თამაშები, წყლის აერობიკა, წყლის თამაშები.

ყოველ საღამოს ტარდება ტრადიციული საბავშვო თეატრალური პროგრამა „მინიდისკო.

 მინი დისკო არის ყველაზე საუკეთესო დრო თქვენი შვილებისთვის ,როცა თქვენს პატარებს   შეუძლიათ ცეკვა,სიმღერა და ხტუნვა ღია სივრცეში, მშობლებთან და ყველაზე პოპულარულ მულტფილმის პერსონაჟებთან ერთად.ანიმაციის პერსონაჟები იქნებიან(მონაცვლეობით): მასკოტი,ზოოტოპიას მელია და ბაჭია,გაბრაზებული ჩიტები,ჟამბაზი პიკო,მიკი-მინი,სპანჯბობი,კუ ნინძა,ჰელოუ კიწი,კუნგფუ პანდა,დონალდ დაკი,პეპა& ჟორჟი,დათვი მაშა,ტროლი,მეკობრე,რაპუნცელი,კონკია,ბელი,ელზა&ანა,თინქელ ბელ,მალეფისენტი,არიელი,,პრინცი,სპაიდერმენი,სუპერმენ,ბეტმენი,კატა ქალი.ბეტვუმენი,კაპიტანი ამერიკა,სუპერმენი,მეკობრე,პოლიციელი,ჯარისკაცი,დისკოები,ჯამბაზები,მზარეულები,ჯუნგლი გოგო,გლადიატორი,იაპონელი გოგოები...

გასართობი თამაშები დიდებისთვის და პატარებისთვის მონაცვლეობით:ბუბეგა,მხიარული სტარტები,ჯუმანჯი,ჯენგა,პირამიდა,მემორი,ქვიშის საათი,ნავიგაცია,სნეიქი,კერლინგი...

  დეტალური აღწერილობა დღის მთავარი თამაშების და გასართობი შოუს შესახებ  იქნება გამოკრული სპეციალურ დაფაზე სასადილო სივრცეში,რათა სტუმრებმა შეძლონ მომზადება და სურვილისამებრ ჩართულობა ყველა მხიარულ და გასართობ აქტივობაში.

 დარწმუნებული ვართ რომ ჩვენთან მიღებული პოზიტიური განწყობა თქვენთვის გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

ივერია ელლი - ადგილი სადაც მუდამ მხიარულებაა! 

  ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რომ თქვენი სტუმრობა ჩვენთან იყოს დაუვიწყარი და კომფორტული!