რა არის ჩვენს სიახლოვეს

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სასტუმროდან 800 მეტრშია

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს. 

დენდროპარკი პირობითად ორ ნაწილად იყოფა:

  • 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები,კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;
  • დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწოლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნივნელობა აქვს. 

      "ციცინათელა" - ატრაქციონების პარკი,სასტუმროდან 3კმ-ში 

 

პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. "ციცინათელა"– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების ერთი დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი " ბედნიერი ქალაქი " ასევე ბოულინგი.

 

 

 

 

 

„ბლექ სი არენა“ სასტუმროდან 2,5 კმ-ში

საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს.

 

 

 

მუსიკოსთა პარკი  Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

პარკის სივრცეში განთავსებულია  სკვერი, სადაც როგორც ქართველი,ასევე უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას - ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა.

სოციალური სივრცე • The Social Space​  

მინიატურული პარკი სასტუმროდან 3 კმ-ში

აქ ერთ სივრცეში გაეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მდებარე კულტურულ ძეგლებს. მინიატურების ქალაქში ნახავთ მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველს, სვანურ კოშკებს, ალავერდს, ძველ თბილისს, ბაგრატს, ნიკორწმინდას და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის მინიატურულ მოდელს.

წვერმაღალას პარკი სასტუმროდან 2,5 კმ-ში

წვერმაღალას პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი, ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დგას, წყალში კი დუმფალის ყვავილებია. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატურიც.

მეორე იარუსზე, 197 საფეხურის ავლის შემდეგ, ზღვის დონიდან დაახლოებით 50 მეტრზე ზღვის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. პარკის მეორე დონეზე გაშენებულია მანდარინების ბაღი.